Sf-x - მე, შენ, დედამიწა და დედამიწელები
ხანგრძლივობა : 04:22
არამც და არამც არ ამცდა ეს განცდა
რომ დამცდა დედამიწა ბუნაგია არაკაცთა
იქ სადაც აპმარტავნება და დიდკაცობა გაცვდა
იყავი თავმდაბალი შვილო, იესო განკაცდა
შენი ცოდვა, ჩემი ცოდვა, ყოველ დედამიწელ კაცთა
იწვნია და აღსდგა, მაინც არ დამარცხდა
ჩემი რწმენა კი არა შენი არსებობა გაცვდა
ადამიანო შენ ღირებებულები გაგიბანძდა
ნუ დაეძებ, მარტო ზღაპრებშია კუნძულები განძთა
და იგემე ყოველი დღე, როგორც შენ გამოცდა
იქ სადაც ფუფუნება, მილიონები გამოჩნდა
ერთი-ორი მაინც დამისახელე ვინც არ გაპ***და
გიყურებ და თვალებშივე გაწერია
ის, რომ მნიშვნელოვანია შენთვის მაინც მატერია
გაგაბინძურებს, მისი ჭუჭყი, ბაქტერია
ამიტომაც სანამ ცოცხალი გაქვს ყველა არტერია
იგემე, დროა მოცემული და სული ბოძებული
სიკეთე ნახე შენში, გაასმაგებული
ამ სულისკვეთებით თუ აინთები
დედამიწა შემიყვარდები გადამეტებით მერე მე შენ
აქ ბევრი წერია და ბევრი კიდე არ წერია
მე რასაც შენ გაკვირდები ოცდამესამე წელია
დედამიწა, შენ ხარ ობიექტი ჩემი დაკვირვების
და იგემე ერთი ჩანაწერი ჩემი არქივების
ვაკვირდები რა მოხდება დამდეგ
მე არ დავაკლებ და იცი რომ არ დავამატებ
აღვწერ სამყაროს და კარებს რომ შეაღებ
ნახავ, დედამიწელები დედამიწის წინააღმდეგ ქუხს
ალილუია, მიხვდა ძლივს, რომ გაყიდულია
აქ ყველაფერი გაცემულია
ინსტიქტები ცხოველური, მტაცებლურია
დაქვეითებული და პარალიზებულია
მიდი ღორო მიუჯექი და შეავსე ბიუჯეტი
მე კი ვეცდები რომ დაგიხატო სიუჟეტი
მთავარი როლი, ადამიანი და დედამიწა
რომელიც დაეცა და ვეღარ იცავ
ხოო მე კი,
ყველაფრის მიუხედავად თავს არ ვუკეთებ შეღავათს
და დაელოდე ჩემი ოკეანის ახალ შენაკადს
მე ამათ ვერა ვერ გავუგე
ვის რა ეწყინათ და ეამათ
რა არ ქონდათ, რა ებადათ
მებადა რწმენა ჩემში ჩემი თავის შველა
გადარჩენა, თვითრეალიზება და ღვთით აღმაფრენა
სვლით ნაბიჯები წინ, არც ისე გვიანია
თქვით შენი შეფასება სამართლიანია
ეჰ დავუბრუნდეთ ისევ შენს სურათს თუკი
სრულზე სრულად ზრუნავ, ისწავლი ცურვას ცურავ
როგორც დედამიწა ბრუნავ და თუკი ყველა მიძინებულ
ძალას გამოაღვიძებ და მერე ამოწურავ
ესე დადგები ფეხზე, ფეხზე დგომა თესე
ადამიანო, ადამიანი კი არ შეიძულო ეალერსე
ვიცი რომ რთულია მაგრამ ეს იქნება გამოსავალი ამ ყველაფერზე
ვაკვირდები რა მოხდება დამდეგ
მე არ დავაკლებ და იცი რომ არ დავამატებ
აღვწერ სამყაროს და კარებს რომ შეაღებ
ნახავ, დედამიწელები დედამიწის წინააღმდეგ ქუხს
როცა გქვია განდევნილი, გარიყული
ცხოვრობ, რომ დაგიგდონ ყური
ცხოვრობ ამოთხარო დამარხული
დაზაფრული მთელი ღამე პოეზიით მონუსხული
დამიძახე ამ ეპოქის მეფე ლირიკული
მჯერა ყველა მეოცნების, ყველა განხრის
ყველა მიმიკის და ნაკვთის და მოსმენა მათი არ მღლის, მჯერა
მჯერა სიმართლის და მისი ყველა დარგის
მჯერა ჩემი ღმერთისა და ჩემი პატრიარქის, ღვაწლის
და ჩემი მიწაწყლის მარადისობის ლექსებს დავეძებ
სანამ მესაფლავე მიწას მიმაყრის
მიწას ეამაყებოდეს ჩემი მიბარების
და მოვხვდე სიაში, მათში ვინც შეიწყალების
ღმერთთან, საიდუმლოებს რომ ვამხელ შენთან
მე ვამაყობ, მაძლიერებს ხიდი ჩვენ შორის რომ აშენდა
მსმენელო, შეაფასე ეს მუსიკა ჩემი როგორც შენია
შენ იცი ჩემ მუსიკას ჩემთან ერთად გაუფრენია
გულახდილი საუბრები აღარ შედგა
და მუდამ იმას ვამბობდი რაც არ შემეძლო არ მეთქვა
და როცა დავინახე ადამიანში გამოღვიძება პირუტყვის,
ჩავთვალე ღირსი ფურთხის და ვთქვი
ვინც არ უთხრეს, მათი უთქმელობა ძირს გაუთხრის
ამიტომ არ მჩვევია სახე უტყვის,
პირიქით შრომა ჩაუხრელად მუხლის,
გაზომვა ყველა სიგრძისა და კუთხის,
ხელოვანი ხელოვნებას უძღვნის თავს
სამყარო, შენ იყავი სნეული, რომ გიპოვე
და მოისმინე სიტყვა გამორჩეული
სწორად მომაგენი, კარგად იცი თვითონ მე რა მქვია
და თუკი განიკურნე, ჩავთვლი ჩაგიტარე ჰიპ-ჰოპ ტერაპია